
იხთიოლის მალამო 20%
ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო მალამო
შემადგენლობა: 1გ შეიცავს: იხთიოლს 0,1მგ ან 0,2მგ, ვაზელინი, ემულგატორი Т-2
სამიზნე სახეობა: შინაური ცხოველები, მეცხოველეობა, მეფრინველეობა
შემადგენლობა: მალამოს 1გ შეიცავს: იხთიოლს 0,1მგ ან 0,2მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი, ემულგატორი Т-2
გამოშვების ფორმა: 10%-ანი მალამო 20გ პოლიეთილენის ქილაში; 20%-ანი მალამო 20გ პოლიეთილენის ქილაში
გამოყენების ჩვენებები
ღია ჭრილობები, დამწვრობა, ეგზემა, დერმატიტები, ჩირქოვანი ჭრილობები, ნაწიბურები, ნახეთქები.
გამოყენების წესი და დოზები
მალამო გამოიყენება ადგილობრივად, უნდა შეეზილოს დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს, ან თხელი ფენა წაესმება სუფთა თეთრ ქსოვილზე ან დოლბანდზე. გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20℃ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო
ბიოტეკსი