
იამის მალამო
ანტიმიკრობული საშუალება, ფუნგიციდურ-ექტოპარაზიტული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანები, ძაღლი, კატა.
შემადგენილობა: გოგირდს ; თუთიის ოქსიდს ; სალიცილის მჟავას ; კუპრს ; სკიპიდარს ; ლიზოლს .
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ცხოველთა კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ:
- ეგზემა, დერმატიტი, ტრიქოფიტია და კანის სხვა დაავადებები.
ასევე ეფექტურია ჩლიქების დაზიანების, ნეკრობაქტეროზის შემთხვევაში, ცხვრის ჩლიქის სიდამპლის, სარკოფტოზის (მუნი) მიმართ.
გამოშვების ფორმა: 20გ
გამოყენების წესი და დოზები
გამოყენების წინ მალამოს გულდასმით ურევენ, რადგან დიდხანს შენახვის დროს შეიძლება პრეპარატში შემავალი კომპონენტები ფენებად განლაგდნენ. წასმა ხდება დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად და 2-4 სმ მის ირგვლივ. დაზიანებულ კერას ამუშავებენ დღეში 1-2 ჯერ, თუ 4-5 დღეში ქერცლი არ მოცილდა მკურნალობა გრძელდება 7-10 დღე, შემდეგ შეიმჩნევა დაზიანებული უბნის განთავისუფლება და ბალანის წამოზრდა. 10 დღის შემდეგ აუცილებელია დაზიანებული კანის მიკროსკოპული კონტროლი. აღმძვრელის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
ბიოტეკსი