
ანტისეპტიკური თუთიის მალამო გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა.
შემადგენლობა: მალამოს 1 გრამი შეიცავს: თუთიის ოქსიდს 100 მგ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება კანის დაავადებების, ჭრილობის, დამწვრობის, წყლულის, ფურუნკულოზის, ძირმაგარას, პიოდერმიას, დერმატიტის, ნაწოლების სამკურნალოდ ცხოველებში.
გამოშვების ფორმა: 20გ პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
მალამოს წასმა ხდება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2 ჯერ, გამოჯანმრთელებამდე.
შენახვის პირობები
ინახება კარგად დახურულ ჭურჭელში, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 10-20°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო
ბიოტეკსი