ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალება
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
აღწერა: ყავისფერი ტაბლეტები, წარწერით “BIO”.
გამოშვების ფორმა: 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდი – 680 მგ, ოქსფენდაზოლი – 300 მგ, ივერმექტინი – 10 მგ.
პრეპარატს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების (ოქსიკლოზანიდის, ოქსფენდაზოლის, ივერმექტინის) კომბინაცია უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სრულ დეჰელმინთიზაციას ნემატოდების, ტრემატოდებისა და ცესტოდების საწინააღმდეგოდ.
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის, ავიტელინოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზისა და ესტროზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად.
ფასციოლოზის, დიკროცელოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის, ესტროზის დროს - 1 ტაბლ/65კგ ც.წ-ზე.
მონიეზიოზის, ავიტელინოზის, პარამფისტომოზის დროს - 1 ტაბლ/55კგ ც.წ-ზე.
შენიშვნა: არ გამოიყენება მაკეობის პირველ მესამედში ან დასუსტებულ ცხოველებში.
დაყოვნების პერიოდი:
ხორცი: 28 დღე (ძროხა), 21 დღე (ცხვარი და თხა)
რძე: 5 დღე
შენახვა: ინახება 15-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო.