ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალება
აღწერა: ყავისფერი ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით და წარწერით "BIO".
გამოშვების ფორმა: 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდი – 375 მგ, ოქსფენდაზოლი – 125 მგ.
ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალება, ეფექტურია ახალგაზრდა და ზრდასრული ფორმების, ფაშვის, ღვიძლის, ფილტვის, ბრონქებისა და ნაწლავების ლენტისებური ჭიების განვითარების ყველა სტადიაზე. ბიოზანი 500-ის შემადგენლობაში შემავალი (ოქსიკლოზანიდი, ოქსფენდაზოლი) ორი ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს ცხოველების სრულ დეჰელმინთიზაციას.
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის: ფასციოლოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის დროს.
შენიშვნა: არ ინიშნება დასუსტებულ და ძლიერ დაინვაზირებულ ცხვარში.
დაყოვნების პერიოდი:
ხორცი: 21-28 დღე
რძე: 5 დღე
შენახვა: ინახება 15-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო.
🔗 სრული აღწერა იხილეთ ბიოტეკსის საიტზე: დეტალური ინსტრუქცია