ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური საშუალება
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი
აღწერა: ყავისფერი ტაბლეტები, წარწერით “BIO”.
გამოშვების ფორმა: 300 და 90 ტაბლეტი (300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში, 15 ტაბლეტი ბლისტერზე, 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში).
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდი - 600 მგ, ოქსფენდაზოლი - 300 მგ.
პრეპარატს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების (ოქსიკლოზანიდის, ოქსფენდაზოლის, ივერმექტინის) კომბინაცია უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სრულ დეჰელმინთიზაციას ნემატოდების, ტრემატოდებისა და ცესტოდების საწინააღმდეგოდ.
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის, ავიტელინოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზისა და ესტროზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად.
ფასციოლოზის, დიკროცელოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზი,ს ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის, ესტროზის დროს - 1 ტაბლ/60კგ ც.წ-ზე.
მონიეზიოზის, ავიტელინოზის, პარამფისტომოზის დროს - 1 ტაბლ/50კგ ც.წ-ზე.
შენიშვნა: არ გამოიყენება მაკეობის პირველ მესამედში ან დასუსტებულ ცხოველებში.
დაყოვნების პერიოდი:
ხორცი: 28 დღე (ძროხა), 21 დღე (ცხვარი და თხა)
რძე: 5 დღე
შენახვა: ინახება 15-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო.
🔗 სრული აღწერა იხილეთ ბიოტეკსის ვებგვერდზე: დეტალური ინსტრუქცია