დეზაპინი
სკების, ფიჭიანი ჩარჩოებისა და ინვენტარის სადეზინფექციო საშუალება
შემადგენლობა: 1 გ შეიცავს, რძე მჟავას 15%, პროპოლისის ექსტრაქტს 0,5%;
გამოყენების ჩვენებები:
რეკომენდირებულია სკების, ფიჭიანი ჩარჩოებისა და ინვენტარის სადეზინფექციოდ. დადებითად მოქმედებს ფუტკრის ოჯახების ზრდა-განვითარებაზე, ხელს უწყობს რთული შერეული ინფექციების პროფილაქტიკას და უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას. არ არის ტოქსიკური ფუტკრებისა და ადამიანებისთვის, არ აღიზიანებს ფუტკარს და არ იწვევს სტრესს; არ მოქმედებს დედა ფუტკარზე და ნაყროვანების ხარისხზე
გამოშვების ფორმა: 300 მლ
მწარმოებელი ქვეყანა:„ბიოტეკსი“, საქართველო