საინექციო საშუალება, რომელიც სწრაფად ხსნის დამამშვიდებელი საშუალებების მოქმედებას და აბრუნებს ცხოველს ნორმალურ მდგომარეობაში.
სამიზნე სახეობა: გარეული ცხოველები, მცოხნავი ცხოველები, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი
გამოშვების ფორმა: 10 მლ ყავისფერი მინის ფლაკონი, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ბეჭდით და პოლიპროპილენის ფირფიტით.
შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს
ატიპამეზოლი ჰიდროქლორიდი . . .5 მგ
ატიპამეზოლი ჰიდროქლორიდი არის α2-ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს α2-რეცეპტორებს, ზრდის ნორადრენალინის გათავისუფლებას და ასტიმულირებს სიმფათეტიკურ ნერვულ სისტემას. ეს პროცესი ნეიტრალიზებს მედეტომიდინისა და დექსმედეტომიდინის ეფექტს, სწრაფად აღადგენს ცხოველის ნორმალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს გაღვიძებას და გადაადგილების უნარს. პრეპარატი სწრაფად შეიწოვება ინექციის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი 10-15 წუთში ვლინდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება მეტაბოლიზმის გზით, ძირითადად შარდით.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ანტიმედი გამოიყენება მედეტომიდინის ან დექსმედეტომიდინის მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის, რათა აღდგეს ცხოველის ნორმალური მდგომარეობა. ის სწრაფად ხსნის სედაციურ ეფექტს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობას.
გამოყენების წესი და დოზირება
ანტიმედი 0.5% შეჰყავთ კუნთებში (IM) ერთჯერადად, მედეტომიდინის ან დექსმედეტომიდინის ინექციიდან 15-60 წუთის განმავლობაში. ეფექტი ვლინდება 5-10 წუთში.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, ინექცია შეიძლება განმეორდეს 10-15 წუთის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი, ფლაკონის გახსნიდან ვარგისია არაუმეტეს 28 დღე.
მწარმოებელი კომპანია: შპს“ ბიოტეკსი“, საქართველო
ბიოტექსი