ტრიმაკოლი
ანტიმიკრობული,ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა:სულფადიმიდინ სოდიუმს 187,5 მგ, ტრიმეტოპრიმს 37,5 მგ, კოლისტინის სულფატს 22მგ.
გამოყენების ჩვენებები:გამოიყენება ბროილერის წიწილების, ხბოების, ღორების, ბოცვრების ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატი ეფექტურად მოქმედებს სულფადიმიდინის, ტრიმეტოპრიმის, კოლისტინის სულფატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და შარდსასქესო სისტემის ინფექციები, მეორეული ბაქტერიული ინფექციები (ვირუსული ინფექციების შემდეგ).
ბროილერის წიწილების ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, ჰისტომონოზის, კოქციდიოზის, ტრიქომონოზის;
ხბოების ბრონქოპნევმონიების, გასტროენტერიტების, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, ნეკრობაქტერიოზის, ომფალოფლებიტის, კოქციდიოზის, ტრიქომონოზის;
ღორის ბრონქოპნევმონიის, ბაქტერიალური ენტერიტის, კოლიბაქტერიოზის, კოლენტეროტოქსემიის, სალმონელოზის, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის დეზენტერიის, ბალანტიდიოზის;
ბოცვერის კოქციდიოზის და ინფექციური ენტერიტის სამკურნალოდ (G- ბაქტერიებით გამოწვეული). ბოცვრების ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 250გ
მწარმოებელი ქვეყანა: “ბიოტეკსი”, საქართველო