პროდუქტიულობის მოსამატებელი, ბუნებრივი საშუალება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისთვის.
შემადგენლობა: 1x1012 ცოცხალი საფუარი (Saccharomycescerevisiae) cfu / კგ
ოპტიკელი შეიცავს მეტაბოლურად აქტიურ, ბუნებრივ და სპეციალურად შერჩეულ ცოცხალ საფუარს (Saccharomycescerevisiae) ფაშვის ფუნქციების გასაძლიერებლად.
ცნობილია, რომ Sacchoromycesscerevisiae, რომელიც მრავალი წელია გამოიყენება მერძეულ და მეხორცულ პირუტყვში, ის უზრუნველყოფს ფაშვში მიკროორგანიზმების გამრავლებას და ნაწლავებში სასრგებლო მიკროფლორის ფორმირებას. ოპტიკელი ზრდის ფურის პროდუქტიულობას, რძეში ცილისა და ცხიმის შემცველობას.
გამოყენება: ოპტიკელი გამოიყენება ფაშვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, ფაშვის მიკროორგანიზმების გასამრავლებლად. უზრუნველყოფს საკვების მაქსიმალურ ათვისებას და აციდოზის რისკის შემცირებას.
Opticell Ruminants-ის უპირატესობები:
ააქტიურებს უჯრედანას მონელებას მეხორცულ პირუტყვში მშრალი ნივთიერების მიღების გაზრდისას.
ის არეგულირებს ფაშვის pH-ს მერძეულ და მეხორცულ პირუტყვში.
ხელს უშლის შებერილობის პრობლემების გაჩენას.
ამცირებს სუბკლინიკური აციდოზის რისკებს.
ხელს უშლის ჩლიქის დაავადებების განვითარებას.
ეფექტურია მერძეულ საქონელში კეტოზის პრობლემების შესამცირებლად,
ამცირებს რეპროდუქციული და სარძევე ჯირკვლების დაავადებებს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ზრდის ცოცხალ წონას სასუქ სულადობაში.
გამოყენება და დოზირება:
მერძეული ფური: 50გრ/დღეში
ხბო: 10გრ დღეში
ბატკნი: 2გრ/დღეში.
საკვებში შერევა: 0,5 კგ 100 კგ საკვებზე.
ROYAL ILAC