ნორსულფანატი
ანტიბაქტერიული,ანტიპროტოზოული საშუალება
შემადგენლობა:სულფადიმიდინ ნატრიუმი1000 მგ
გამოშვების ფორმა: 250გ ფხვნილი ვერცხლისფერ პაკეტში.
გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება შინაური ფრინველისა და ბოცვერის კოქციდიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
გოჭების, ხბოების, ბატკნების სხვადასხვა ეტიოლოგიის რესპირატორული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების მწვავე გაურთულებელი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია სულფადიმიდინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით.
მწარმოებელი ქვეყანა: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო