პროდუქტი არ არი მარაგში
გლიფოსანი
ტოტალური ჰერბიციდი
მოქმედი ნივთიერება: გლიფოსატის მჟავაზე გადაანგარიშებით 360გ/ლ, გლიფოსატი იზოპროპილამინის მარილი 480გ/ლ
გამოიყენება სარეველების (ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები), ხე-ბუჩქოვანი და სხვა არასასურველი მცენარეების გასანადგურებლად. გააჩნია სწრაფი მოქმედების მექანიზმი; დიფუზიურად იჭრება მცენარის ქსოვილებში ფოთლის ბაგეებიდან და გადანაწილდება მთელ სისტემაში. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა თბილ ამინდში, გასანადგურებელი მცენარეების აქტიური ზრდის ფაზაში.
დაფასოების ფორმა: 1ლ
მწარმოებელი: აგრიკო გრუპ ლტდ / ბულგარეთი