არ არის მარაგში
ეკოფიტი
ეკოლოგიურად სუფთა ფიტოსაკვები მეფუტკრეობისთვის
შემადგენლობა:1მლ შეიცავს: ენდემური წიწვოვნების (სოჭი, ფიჭვი, ნაძვი) ექსტრაქტს - 0,4მლ, მწარე აბზინდას - 0,1მლ, ღოლოს ექსტრაქტს - 0,02მლ, ნივრის ექსტრაქტს - 0,1მლ, ზღვის მარილს - 0,005მლ
გამოყენების ჩვენებები:
შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ფუტკრის ოჯახების წინააღმდეგობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლეების, ცრუ სიდამპლის, კოლიბაქტერიოზის, ვაროატოზის, აკარაპიდოზისა და ვირუსული დაავადებების მიმართ, ზრდის დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას, ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და პრუდუქტიულობაზე. უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას.
ფიტოსაკვები გამოიყენება გაზაფხულზე გამოფრენების შემდეგ და შემოდგომაზე პროფილაქტიკის მიზნით, ასევე დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე
გამოშვების ფორმა:50 მლ
მწარმოებელი ქვეყანა:„ბიოტეკსი“, საქართველო