სადეზინფექციო საშუალება
ეკოციდ C არის ფართო სპექტრის სადეზინფექციო ფხვნილი, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარული, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტებისთვის. მისი აქტიური ნივთიერება, კალიუმის პეროქსომონოსულფატი, ეფექტურია ბაქტერიების, ვირუსების (მათ შორის ღორის აფრიკული ჭირის, ძაღლის ჭირისა და ქათმის გრიპის) და სოკოების წინააღმდეგ. პროდუქტი ადვილად იხსნება წყალში, არ იწვევს კოროზიას და არ აზიანებს ზედაპირს.
შემადგენლობა:
1გ შეიცავს 500 მგ კალიუმის პეროქსომონოსულფატს, ნატრიუმის სულფონატის დედოცილბენზონს, ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის პოლიფოსფატს და სხვა ორგანულ მჟავებს. ფხვნილს აქვს ვარდისფერ-ნაცრისფერი ფერი და ლიმონის სურნელი.
გამოშვების ფორმა: 50 გ პაკეტები და 2.5 კგ ფოლგის შეფუთვა.
გამოყენების სფეროები:
გამოყენების წესი და დოზირება:
ეკოციდ-ის ხსნარით დეზინფექციას ატარებენ ცხოველების არყოფნის დროს.
სადეზინფექციო ხსნარის მომზადება:
1%-იანი ხსნარისთვის გახსენით 50 გ ფხვნილი 5 ლ წყალში; 0.5%-იანი ხსნარისთვის 50 გ იხსნება 10 ლ წყალში.
შენახვა: ინახება დახურულ შეფუთვაში, მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 0°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღეში.
უსაფრთხოების ზომები:
გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი და პირადი დაცვის საშუალებები. მუშაობისას მოერიდეთ ფხვნილის მოხვედრას კანზე, თვალებსა და სასუნთქ სისტემაში. კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.
მწარმოებელი: KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
დეტალური ინსტრუქცია: https://roqi.ge/ka/product/306-ecocid-c