
ციფლურის წვეთები 4x10მლ
პროდუქტის აღწერა
ციფლუტრინის შემცველი ინსექტოაკარიციდული ხსნარი (10 მგ/მლ) წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მწერებისა და ტკიპების წინააღმდეგ. გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დასაცავად ბუზების, კოღოების, ობობების, ტკიპების და სხვა პარაზიტებისგან საძოვარზე ყოფნისას. ასევე გამოიყენება ძაღლების დასაცავად ტკიპების, ტილების, რწყილების და სხვა სისხლისმწოველებისგან.
გამოყენების წესი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
5 მლ 300 კგ-მდე წონის შემთხვევაში;
10 მლ 300 კგ-ზე მეტი წონის შემთხვევაში.
წასმა ხდება ხერხემლის გასწვრივ, სუფთა და მშრალ კანზე.
ძაღლები:
1 მლ თითო 10 კგ წონაზე. წასმა ხდება კეფის მიდამოში.
შენიშვნები
არ გამოიყენოთ ხბოებზე (100 კგ-მდე), ლეკვებზე (2 თვემდე), და მაკე ძაღლებზე ორსულობის პირველ ნახევარში.
არ საჭიროებს ხორცისა და რძის მოხმარების შეზღუდვას რეკომენდებული დოზების გამოყენებისას.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ და ვენტილირებად ადგილას, +8°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე.