ალბეზინი
ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული,ანტიჰელმინთური საშუალება
შედგენილობა:1 ტაბლეტი შეიცავს ალბენდაზოლს 360მგ; თუთიის ოქსიდს 100მგ
გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველების, ბეწვიანი ნადირის და ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ :ნემატოდოზები - კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილატოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ჰიოსტროგილოზი, პარასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი) და ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი). ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)
ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომიდოზი).
ალბეზინში შემავალი თუთიის ოქსიდი ხელს უწყობს პარაზიტის მიერ კუჭნაწლავის დაზიანებული ნაწილების, უჯრედების, ქსოვილებისა და შემაერთებელი ქსოვილის ეპითელიზაციის პროცესის სტიმულაციასა და რეგენერაციას.
გამოშვების ფორმა: 50 ტაბ. კოლოფი, 90 ტაბ. ბლისტერირებული კოლოფი.
მწარმოებელი ქვეყანა: „ბიოტეკსი“, საქართველო