აქტარა
სისტემური ინსექტიციდი,კონტაქტურ-ნაწლაური მოქმედებით
მოქმედი ნივთიერება: თიამეტოქსამი 250გ/კგ
გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელთა ფართე სპექტრის წინააღმდეგ. აქტარას მოქმედი ნივთიერება მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების ახალ კლასს და ახასიათებს სისტემური მოქმედება როგორც უშუალოდ მცენარეებზე შესხურების, ასევე ნიადაგში შეტანის და წვეთოვანი მორწყვის გზით. პრეპარატი ადვილად შეიწოვება როგორც ფოთლებიდან, ასევე ფესვებიდან და გადანაწილდება მთლიანად მცენარეში, ასევე მის ახალწარმოქმნილ ნაზარდებში, რომლებითაც მავნებელი იკვებება. სისტემური მოქმედების გამო აქტარა ეფექტურად აკონტროლებს ფარულად მცხოვრებ მწუწნ და ფოთლის ქვედა მხარეზე მცხოვრებ მწერებს, რომელთა წინააღმდეგ კონტაქტური პრეპარატები ნაკლებ ეფექტურია.
გამოშვების ფორმა: 4გ
მწარმოებელი: Syngenta Crop Protection AG/შვეიცარია