სულტრიმი 240
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება
შემადგენლობა:1გ ფხვნილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
სულფამეტოქსაზოლი _ 200 მგ; ტრიმეტროპრიმი _ 40 მგ.
გამოყენების ჩვენებები:პრეპარატი „სულტრიმი 240“ გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ბოცვერის და შინაური ფრინველის ბაქტერიული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. კერძოდ, სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საშარდე გზების და სასქესო ორგანოების ბაქტერიული ინფექციების, ასევე ვირუსული დაავადებებით გამოწვეული მეორადი ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების (აკნე, ფურუნკული, აბსცესი, პიოდერმია; ჭრილობისმიერი ინფექციები), პროტოზოული ინფექციების (კოქციდიოზის) დროს, რომელთა აღმძვრელებიც პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის _ დიარეას, სალმონელოზის, პასტერელოზის, პნევმონიის, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესის, შარდსასქესო ორგანოების ინფექციების, მასტიტის;
ღორის კოლიბაქტერიოზის, ატროფიული რინიტის, სალმონელოზის, პასტერელოზის, ტოქსოპლაზმოზის, ჰემოფილოზური პლევროპნევმონიის, წითელი ქარის;
ბოცვერის კოკციდიოზის, სალმონელოზის, სტაფილოკოკოზის;
შინაური ფრინველის კოკციდიოზის, პასტერელოზის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, სტაფილოკოკოზის, ინფექციური სურდოს დროს.
გამოშვების ფორმა: 250გ ფხვნილი, პოლიპროპილენის პაკეტში.
მწარმოებელი: შპს ,, ბიოტეკსი,, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8