
აღწერა: როლენოლი არის კლოზანტელის შემცველი ფართო სპექტრის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და წვრილფეხა ცხოველების პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ.
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი
ცხვარი
თხა
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: კლოზანტელს 50 მგ.
გამოშვების ფორმა: 100 მლ მუქი შუშის ფლაკონი
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
-ფასციოლოზი;
-კუჭ-ნაწლავის ნემატოდოზები (ბუნოსტომოზი, ჰემონქოზი, ეზოფაგოსტრომოზი, ქაბერტიოზი);
-ბორათი გამოწვეული ინვაზიები (ჰიპოდერმატოზი, ესტროზი).
გამოყენების ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება ნემატოდების, ტრემატოდებისა და ბორას მატლების წინააღმდეგ.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად.
დოზირება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 0.5 მლ / 10 კგ, ჰიპოდერმატოზის დროს - 1 მლ / 10 კგ
ცხვარი და თხა: 0.5 მლ / 10 კგ, ქრონიკული ფასციოლეზის დროს - 1 მლ / 10 კგ
შენახვის პირობები: 5°C - 25°C ტემპერატურაზე, მშრალ და მზისგან დაცულ ადგილას
მწარმოებელი: Invesa (LIVISTO), ესპანეთი
დეტალური ინსტრუქცია: https://roqi.ge/ka/product/511-rolenol
ლივისტო