მღრღნელების საწინააღმდეგო სადერატიზაციო (როდენტიციდური) საშუალება
აღწერა: მზა გრანულირებული მისატყუარი,
შემადგენლობა: ბრომდიოლონი 0.005% (რეთსქილერი)
*ბრომადიოლონი ხელს უშლის სისხლში პროთრომბინის ფორმირებას და ამით იწვევს სისხლდენას და მღრღნელების სიკვდილს. ცალკეული მღრღნელების სიკვდილი არ იწვევს სხვა მღრღნელებში სატყუარისადმი რეზისტენტობას.
გამოყენება: მღრღნელებთან (თაგვი, ვირთხა, მინდვრის თაგვი და სხვ.) ბრძოლის ანტიკოაგულანტურ საშუალება მაღალი როდენტიციდური მოქმედებით ვირთაგვებისა და თაგვების (სახლის, მინდვრის თაგვები) მიმართ.
იყრება როგორც მისატყუარი, ასევე სოროებში შხამიანი საფარის შესაქმნელად.
*მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.
#თაგვების საწინააღმდეგო წამალი #თაგვის წამალი #ვირთხის წამალი #ვირთხის შხამი #ვირთხების მოშორება #თაგვების მოშორება #დერატიზაცია #მღრღნელების მოშორება #მღრღნელები #შხამი #საწამლავი #თაგვი #ვირთხა #დეზინფექცია #დეზისექცია #ჰასპი #დერატიზაცია #დათგვიანება #მემიდვრია #ზაზუნა #მღრღნელი #წაველა #ყაველა
გამოყენების წესი: გამოიყენება მღრღნელების ბინადრობისა და გადაადგილების ადგილებში. საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელ, სამრეწველო შენობებსა და მათ გარშემო, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.
პრეპარატს ათავსებენ სპეციალური საფარის ან ამისათვის სპეციალურად მორგებულ სათავსის ქვეშ სატყუარას ტიპის ყუთებში, სპეციალურ კონტეინერებში, ფარდულებში ალაგებენ სქელ ქაღალდებზე, ერთჯერადი ქაღალდის ან პლასტმასის თეფშებზე, თუნუქის ან პოლიეთილენის ნაჭერზე.
დახურულ შენობებსა და სათავსოებში: 60გ/10-20 მ2-ზე;
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სათეს ფართობზე: 2–3 კგ/1 ჰ-ზე;
მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ამ ღონისძიებების ორჯერადად, 10 დღიანი ინტერვალით ჩატარება.
უსაფრთხოების ზომები: მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სადერატიზაციო საშუალებებთან მუშაობისას კანონმდებლობითა და მეთოდური მითითებებითაა გათვალისწინებული.
- პირადი უსაფთხოებისთვის გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი, დამცავი სათვალეებო, პინცეტი ან პოლიეთილენის კოვზი.
- არ დაუშვათ საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე, შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდ ოდენობის წყლით
- აკრძალულია პრეპარატთან მუშაობის დროს სიგარეტის მოწევა და საკვების მიღება.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა გაირეცხოს გამოყენებული ტანსაცმელი, გულდასმით დაიბანოთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
- მოწამვლის დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა. გადაყლაპვის შემთხვევაში გამოიწვიეთ ღებინება. მიეცეთ დასალევად გააქტიურებული ნახშირი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას 18°ჩ-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 60გ და 1კგ
მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო
ვარგისიანობის ვადა: 1,5 წელი დამზადების თარიღიდან
ბიოტეკსი