ჰაიჯენ პრო (Higen Pro)
პროდუქტიულობის ასამაღლებელი, სულადობის შემანარჩუნებელი ფიტობიოტიკური საშუალება ყველა სახის ცხოველებისა და ფრინველებისთვის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები სამიზნე სახეობები: ყველა სახის ცხოველი და ფრინველი
თვისებები: HYGEN PRO® არის ფიტობიოტიკური დანამატების ხაზი, რომელიც შექმნილია ყველა სახეობის ცხოველებისა და ფრინველებისთვის, პროდუქტი შედგება სათანადოდ დაბალანსებული კომბინაციისგან (მცენარეული ექსტრაქტები, ეთერზეთები, ცხიმოვანი და ორგანული მჟავები), რომელიც აძლიერებს ერთმანეთთან სინერგიულ მოქმედევბას. დანამატის ძირითადი აქტიური ინგრედიენტები მიღებულია და წარმოდგენილია სპეციალური ტექნოლოგიური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მათ თანდათანობით გათავისუფლებას სრულიად კუჭ-ნაწლავის მასშტაბით (აღწევს მსხვილი ნაწლავის ყველაზე დისტალურ ნაწილამდეც კი).
მოქედების მექანიზმი: ორგანული მჟავების ეთერზეთებთან კომბინაცია ავლენს შესანიშნავ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ეთერზეთები ცვლის ბაქტერიული მემბრანის გამტარიანობას, რაც საშუალებას აძლევს მჟავას მოლეკულებს (დისოცირებულ და არადისოცირებულ ფორმებს) შეაღწიონ ბაქტერიულ უჯრედში. ეს მოქმედების მექანიზმი განაპირობებს, როგორც გრამუარყოფითი ბაქტერიების (მაგ. Salmonella spp., E. coli spp. და Campylobacter spp.), ასევე გრამდადებითი მიკროორგანიზმების (მაგ. Clostridium spp.) კონტროლს. HYGEN PRO ® აქტიური ინგრედიენტების ეს სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას, რომელიც იცავს მასპინძელს პათოგენებისგან და ხელს უწყობს ეუბიოზს, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს ცხოველების პროდუქტიულობის (წველა, სუქება, სადღეღამისო წონამატი, კვერცხმდებლობა) ზრდას და წარმოებას, ყველა ტიპის საწარმოში
შემადგენლობა ფიტობიოტიკური დანამატი შედგება მცენარეული ექსტრაქტების, ეთერზეთების, მოკლე ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავებისა და ორგანული მჟავებისგან HYGEN PRO ® მიღება აუმჯობესებს: - საბოლოო (მიღებულ) ცოცხალ წონას; - საშუალო დღე-ღამურ წონამატს; - კვერცხის წარმოებას და კვერცხის ხარისხის; - საკვების კონვერსიის კოეფიციენტს; - სიცოცხლისუნარიანობის პროცენტული ზრდის მაჩვენებელს; - ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. გამოყენების წესი და დოზები გამოიყენება ცხოველის საკვებში შერევით: 1-3 კგ/ტ საკვებზე
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას მზის სხივებისაგან მოშორებით
გამოშვების ფორმა: 250გ