
გლიცოგელი – კანის დამატენიანებელი, დამარბილებელი და ანტისეპტიკური გელი, რომელიც განკუთვნილია ცურის ყოველდღიური მოვლისთვის. ეფექტურია როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის.
შემადგენლობა: გლიცერინი, მეთილენის ლურჯი, სოჭის ეთერზეთი, მენთოლი, ეთანოლის სპირტი, პეგ-400, ჰეცი, გამოხდილი წყალი
გამოშვების ფორმა: 1 ლიტრი, პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, მაქსიმუმ 20°C ტემპერატურაზე.
II. ბიოლოგიური თვისებები
გლიცოგელი ხელს უწყობს ცურის კანის დატენიანებას, დამარბილებას, ანთების შემცირებას და აქვს ანტისეპტიკური მოქმედება.
გლიცერინი – ატენიანებს და არბილებს კანს
მეთილენის ლურჯი – მოქმედებს როგორც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო
სოჭის ეთერზეთი – აქრობს ანთებას, ახდენს რეგენერაციას
მენთოლი – უზრუნველყოფს ხანგრძლივ გაგრილების ეფექტს
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ცურის ყოველდღიური მოვლისთვის. ამცირებს მასტიტის წარმოქმნის რისკს, ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობასა და ტენიანობის ბალანსს.
გამოყენების წესი
წაუსვით გელის მცირე რაოდენობა ცურის სუფთა და მშრალ კანზე ყოველი გამოწველის შემდეგ. შეიზილეთ ნაზი, წრიული მოძრაობებით და დაელოდეთ შეწოვას.
დეტალური ინფორმაცია:https://www.roqi.ge/ka/product/385-glicogel
ბიოტეკსი