
ფორმალინი 37.3% – ძლიერი სადეზინფექციო საშუალება ტექნიკური გამოყენებისთვის
მოკლე აღწერა:
ფორმალინი 37.3% არის მძლავრი სადეზინფექციო ხსნარი, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის პასტერელა, სალმონელა, ეშერიხია კოლი, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და ტუბერკულოზის მიკობაქტერიები.
მთავარი უპირატესობები:
-ეფექტური დეზინფექცია – ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს.
-მრავალმხრივი გამოყენება – იდეალურია სასოფლო-სამეურნეო შენობების, -ინკუბატორების, საფრინველეების და ჩლიქის დაავადებების სამკურნალოდ.
-სხვადასხვა მეთოდით გამოყენება – შესაფერისია შესხურებისათვის.
გამოშვების ფორმა: 1 ლ პლასტმასის ბოთლი
გამოყენება და დოზირება:
შესხურებისთვის – 1ლ ფორმალინი იხსნება 20ლ წყალში.
დაბოლებისთვის – 1ლ ფორმალინი იხსნება 1ლ წყალში და სრულად ორთქლდება ჰერმეტულად დახურულ სივრცეში.
სიფრთხილის ზომები:
• არ მიიღოთ შიგნით. მოერიდეთ თვალებთან და კანის კონტაქტს.
• შეინახეთ უსაფრთხოდ, გრილ და ვენტილირებად ადგილას, საკვებისა და სასმელიდან მოშორებით.
შენახვის ვადა: 2 წელი
სამუშაო ხსნარი მხოლოდ გამოყენების წინ უნდა მომზადდეს და შენახვა დაუშვებელია.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო
ბიოტეკსი