ეგლეი პლუს (Egg Lay Plus) 1ლ
აღწერა: ეგლეი პლუსი წარმოადგენს ამინომჟავების, ვიტამინების, მინერალების, ფიტოგენებისა და სხვა აუცილებელი საკვები ნივთიერებების კონცენტრირებულ ფორმულას, რომელიც აკმაყოფილებს კვერცხმდებელი ფრინველების კვების საჭიროებებს და ხელს უწყობს კვერცხის დების ხანგრძლივობის შენარჩუნებას. სიცოცხლის ადრეულ ეტაპებზე ხელს უწყობს კვერცხმდებელ ფრინველებს იდეალური წონის მიღწევაში.
უპირატესობები:
მძლავრი შემადგენლობა ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალებით, ფიტოგენური და ეთერზეთებით, კვერცხმდებელი ფრინველის საკვები ნივთიერებების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ხელს უწყობს იდეალური წონისა და ადრეული მომწიფების მიღწევას
ახანგრძლივებს კვერცხდების ხანგრძლივობას
ამცირებს სტრესს კვერცხდების პერიოდში
აუმჯობესებს კვერცხის გულისა და ნაჭუჭის ხარისხს
ამცირებს გატეხილი ან დეფორმირებული კვერცხის რაოდენობას
ხელს უწყობს კვერცხმდებელი ფრინველის ყველაზე გავრცელებული ინფექციების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება ჰერორალურად, წყალთან ერთად.
1მლ 1ლიტრ სასმელ წყალში 14 დღის განმავლობაში.
უკუჩვენება: დადგენილი არ არის
გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას არ აღენიშნება
თავსებადობა: თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა საკვებდანამატებთან.
ფრინველისა და ცხოველისგან წარმოებული პროდუქცია სასურსათო მიზნებისთვის გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ სინატლისგან დაცულ ადგილას 5-25C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
მწარმოებელი: "ვეტოგენ", ინდოეთი
დამფასოებელი: "ბიოტეკსი", საქართველო