ეროდექსინი
ანტიანემიური პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს იმუნიტეტს და ეხმარება პირუტყვს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: რკინას 100მგ; კობალტის ქლორიდს 4მგ; ვიტამინ B12-ს 25 მგ;
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი და ცხვარი: რკინის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოქრომული ანემია, განსაკუთრებით გოჭებში. გამოიყენება მიკრობული დაავადებებისადმი (პნევმონია, დიარეა) რეზისტენტობის მისამატებლად.
მსხვილფეხა პირუტყვი - დამხმარე პრეპარატი პიროპლაზმოზის მკურნალობისას.
გამოიყენება მაკეობის მიმდინარეობისას, როგორც მატონიზირებელი საშუალება.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში.
გამოშვების ფორმა: 100 მლ გაუმჭირვალე მინის ფლაკონებში.
მწარმოებელი: Livisto, ესპანეთი.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
დეტალური ინსტრუქცია: https://roqi.ge/ka/product/16-errodexin
ლივისტო ესპანეთი