დექსამეტაზონი (Dexamethasone)
Dexamethasone
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდი
სამიზნე სახეობა: ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, თხა, ძაღლი, კატა
შემადგენლობა:
1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2 მგ
გამოშვების ფორმა: 100 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს გამოხატული არასპეციფიკური ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სტრესის საწინააღმდეგო, შოკის საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული მოქმედებით მინერალოკორტიკოიდული ეფექტების გარეშე.
დექსამეტაზონი ახდენს გლუკოზის მობილიზებას ქსოვილებიდან, რომლებიც ავლენენ გამოხატულ გლუკოგენურ აქტივობას და ასტიმულირებს ცილების კატაბოლიზმს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეყვანის შემდეგ დექსამეტაზონი სწრაფად ვრცელდება ქსოვილებში და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას (7-20 წთ) სახეობიდან და დოზიდან გამომდინარე.
დექსამეტაზონის აქტივობა 30-ჯერ უფრო ინტენსიურია ჰიდროკორტიზონთან შედარებით.
გამოყენების ჩვენებები:
ცხენებში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვში, ღორებში, თხებში, ძაღლებსა და კატებში:
- სტრესული მდგომარეობები, ტოქსიკური შოკი, ჰემორაგიული, ტრავმული, გულ-სისხლძარღვთა, სეპტიური მდგომარეობები, მიოგლობინურია
- ანთებითი პროცესები: მიოზიტი, კუნთების დისტროფია, კოლაგენაზები, რევმატული დაავადებები, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, დერმატიტი, ლიმფანგიტი, ლამინიტი
- ართრიტი, პოლიართრიტი, პერიართრიტი, ბურსიტი, ტენოსინოვიტი
- ალერგიული რეაქციები: ეგზემა, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი და ალერგიული რინიტი, ასთმა, ემფიზემა, შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, საკვებისა და წამლისადმი ალერგია
- კეტონემია ძროხებში
- ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების მიღება დაკავშირებულია ქიმიოთერაპიასთან ან ანტიბიოტიკოთერაპიასთან.
გამოყენების წესი და დოზირება:
ინექცია კეთდება: კანქვეშ, კუნთში და ვენაში
ცხენები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 5-15 მლ სულზე. (0.02 - 0.06 მგ დექსამეტაზონი /კგ წონაზე).
ხბოები, ფრინველები, თხა, ღორი: 1-2,5 მლ სულზე. (0,02 - 0,05 მგ დექსამეტაზონი/კგ წონაზე).
კატა, ძაღლი: 0,1-1 მლ/სულზე (0,02 - 0,2 მგ დექსამეტაზონი /კგ წონაზე)
სახსარშიდა ინექცია: ცხენები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ღორი: 1-5 მლ სულზე.
პატარა ცხოველები (ძაღლები, კატები): 0,1-2,5 მლ პროდუქტი/ცხოველი
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 24-48 საათის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ შაქრიანი დიაბეტის, ოსტეოპოროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქციის, თირკმლის სერიოზული დაავადებების მქონე ცხოველებში. არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოყენება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში:
არ გამოიყენოთ მაკეობის ბოლო პერიოდში (შეიძლება გამოიწვიოს აბორტი). დექსამეტაზოშეუძლია ლაქტაციის დათრგუნვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო სასუალებებთან:
იმის გამო, რომ პროდუქტს აქვს ძლიერი იმუნოსუპრესიული ეფექტი, არ არის რეკომენდებული ვაქცინაციის ჩატარება მკურნალობის პერიოდში.
მოერიდეთ ბარბიტურატების და ანტიჰისტამინური საშუალებების ერთდროულ გამოყენებას.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი 28 დღე; რძე: 7 დღე
ვარგისიანობის ვადა:
შეფუთული სახით: 2 წელი
ვარგისიანობის ვადა შეფუთვის პირველივე გახსნის შემდეგ: 28 დღე
შენახვის პირობები:
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.დაიცავით ყინვისგან.
მწარმოებელი ქვეყანა:
PASTEUR FILIALA FILIPESTI S.A. რუმინეთი