Nexgard Combo - ფრანგული წარმოების ანტიპარაზიტული საშუალება კნუტებისა და ზრდასრული კატებისთვის, წვეთების სახით.
განკუთვნილია 2.5-7.5 კგ წონისთვის.
ამ ანტიპარაზიტული საშუალების გამოყენება შეიძლება თუ ასაკი 8 კვირას და წონა 2.5 კგ-ს აღემატება.
ნექსგარდ კომბო გამოიყენება როგორც არსებული პარაზიტების მოსაშორებლად, ასევე პრევენციის მიზნით. როგორც გარე პარაზიტების საწინააღმდეგოდ ( ტკიპი, ყურის ტკიპი, ტილი, რწყილი და რწყილის კვერცხები ) ასევე შიდა პარაზიტების საწინაარმდეგოდ ( გულის ჭია, ანკილის ჭია, მრგვალი ჭია, ფილტვის ჭია, ბუშტუკოვანი ჭია და ლენტის ჭია ).
ნექსგარდ კომბოს გამოყენება ხდება კისერზე დასხმით. პრეპარატი იცავს პარაზიტებისგან 1 თვის განმავლობაში, ტკიპებისგან იცავს 5 კვირის განმავლობაში.
ბერინგერ ინგელჰაიმ ენიმალ ჰელზ ფრანს