აც 555 (AC 555)
ანტიბაქტერიული საშუალება
აღწერა: თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი დამახასიათებელი სუნით.
გამოშვების ფორმა: 1 გ პერორალური ფხვნილი პოლიეთილენის პაკეტში, 50 გ და 250 გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში.
შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს: ციპროფლოქსაცინი - 200 მგ; ამოქსიცილინი -100 მგ. .
გამოყენება: აც 555 გამოიყენება ყველა სახის შინაურ ფრინველში შემდეგი დაავადებების დროს:
სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, პლევრიტი, ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
ფრინველის ქოლერა;
კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი და მიკოპლაზმოზები
ქირურგიული ინფექციები, ასევე სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციები;
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად, გახსნილი სასმელ წყალში.
ფრინველი - 1გ პრეპარატი იხსნება 4 ლ სასმელ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში
დაყოვნების პერიოდი: ფრინველის დაკვლა ხორცის გამოყენების მიზნით ნებადართულია პრეპარატის მიცემიდან 11 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: შპს ,,ბიოტეკსი”, საქართველო.
სრული აღწერა იხილეთ ბიოტეკსის ვებგვერდზე: დეტალური ინსტრუქცია