ადესამი (ვიტამინური კომპლექსი AD3E) 100მლ
პერორალურად მისაღები ხსნარი, ვიტამინების კომპლექსი
შემადგენლობა: ვიტამინი A - 100000 სე, D3 - 5000 სე,E - 20 მგ
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხენის, ცხვარის, თხის და შინაური ფრინველის ცხიმში ხსნადი ვიტამინების კლინიკური და უსიმპტომო უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულაციისათვის. მიკრობული და პარაზიტული ინფექციებისადმი ამაღლებული მგრძნობელობის დროს. ხელს უშლის სტრესის გაჩენას და აძლიერებს სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიას.
დოზირება და გამოყენების მეთოდები:
გამოიყენება პერორალურად სასმელ წყალში შერევით.
- ფრინველი, კურდღელი: 0,5-1 მლ ლიტრ სასმელ წყალზე, ზედიზედ 3-5 დღის განმავლობაში.
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი და თხა: 0,5-1 მლ 10 კგ სხეულის მასაზე, ყოველდღიურად ზედიზედ 3-5 დღის განმავლობაში.
დაყოვნების პერიოდი: არ საჭიროებს
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით ტენის, სინათლისა და სითბოსგან.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა:5მლ, 100მლ, 1ლ,
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო
ბიოტეკსი