ოქსიტეტრაციკლინი 200 L.A.
საინექციო ხსნარი, კუნთში საინექციოდ. სტერილური
ოქსიტეტრაციკლინი
შემადგენლობა
1მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს: 200 მგ
ოქსიტეტრაციკლინს დიჰიდრატის სახით.
თვისებები
ოქსიტეტრაციკლინი 200 L.A. მიეკუთვნება ანტიბაქტერიულ
პრეპარატს ტეტრაციკლინების ჯგუფიდან.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მოქმედ ნივთიერებას
ოქსიტეტრაციკლინს, გამოხატული აქვს ბაქტერისტატიკური
აქტიურობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების
მიმართ, მათ შორის: Staphylococcus spp., Streptococcus spp., Pasteurella spp., Klebsiella pneumoniae, Actinobacillus (Haemophilus)
spp., Fusobacterium necropharum, Bacteroides spp., E. coli,
Salmonella spp. ოქსიტეტრაციკლინის მოქმედების მექანიზმი
ეფუძვნება ცილის სინთეზის დათრგუნვას რიბოსომულ დონეზე.
ოქსიტეტრაციკლინი პარენტერალურად შეყვანის შემდეგ
ინექციის ადგილიდან შეიწოვება თანდათანობით და აღწევს
ცხოველის ორგანოებსა და ქსოვილებში. მაქსიმალური
კონცენტრაცია მიიღწევა 3-6 საათის შემდეგ; ანტიბიოტიკის
თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნებულია 72 საათის
განმავლობაში. ოქსიტეტრაციკლინი ნაწილობრივ
მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
ოქსიტეტრაციკლინი 200 L.A. გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი
პირუტყვის, ცხვრის, თხის და ღორის ბაქტერიული ეტიოლოგიის
დაავადებების სამკურნალოდ, რაც ოქსიტეტრაციკლინის მიმართ
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული, მათ
შორის კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, ბრონქოპნევმონიის,
ასევე ატროფიული რინიტის, პნევმონიის, პასტრელოზის,
რიკეტციოზის, ქლამიდიოზის, ლეპტოსპიროზის, მეტრიტების,
ენდომეტრიტების, ჩლიქების ინფექციური დაზიანებების
(ნეკრობაქტერიოზის, ჩლიქის სიდამპლის) დროს.
სამიზნე სახეობა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ოქსიტეტრაციკლინი 200 L.A. შეჰყავთ კუნთში სამ დღეში
ერთხელ, დოზით 1 მლ/10 კგ ცხოველის მასაზე. მკურნალობის
კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3 მიღებას.
შესაძლო ტკივილის შეგრძნების გამო, შეყვანის მაქსიმალური
მოცულობა ინექციის ერთ ადგილზე არ უნდა აჭარბებდეს
ხბოების, ცხვრების, თხებისა და ღორებისთვის 5 მლ-ს,
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის 20 მლ-ს და გოჭებისთვის
2,5 მლ-ს.
თავიდან უნდა იქნას არიდებული სამკურნალო პრეპარატის
მომდევნო დოზის გამოტოვება, ამან შეიძლება გამოიწვიოს
სამკურნალო ეფექტურობის შემცირება. პრეპარატის ერთი
დოზის გამოტოვება უნდა აღდგეს იგივე დოზირებითა და იგივე
სქემით.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს ცხოველის
ორგანიზმის ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა
ტეტრაციკლინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება აკრძალულია თირკმელებისა და ღვიძლის
ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე ცხოველებში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას სასოფლო
სამეურნეო ცხოველებს გვერდითი მოვლენები და გართულებები
არ აღენიშნება.
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის
გამოყენება უნდა შეწყდეს და დაენიშნოს სიმტომური მკურნალობა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია კორტიკოსტეროიდებთან
და ესტროგენებთან ერთად, ასევე ბაქტერიციდული მოქმედების
პრეპარატებთან (პენიცილინი, ცეფალოსპორინები) ერთად.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები ცხოველებში შეიძლება
გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დათრგუნვის
და მოშლის სახით. აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის
მოქმედების თავისებურებები პირველი მიღების და მისი
შეწყვეტის დროს არ არის დადგენილი.
ლოდინის პერიოდი
ცხოველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის
ბოლო მიღებიდან 22 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე
ადრე იძულებით დაკლული ცხოველთა ხორცი შეიძლება
გამოყენებული იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად.
აკრძალულია რძის საკვებად გამოიყენება მკურნალობის
პერიოდში და პრეპარატის ბოლო მიღებიდან 3 დღის
განმავლობაში. ასეთი რძე შეიძლება გამოიყენოთ ცხოველების
საკვებად მისი თერმული დამუშავების შემდეგ.
შენახვის პირობები
პრეპარატი უნდა შეინახოთ მწარმოებლის მიერ მოწოდებულ
დახურულ შეფუთვაში, ტენისა და მზის პირდაპირი სხივებისგან
დაცულ ადგილას 5°С - დან 25°С -მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი დამზადების თარიღიდან. ფლაკონის
გახსნიდან პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მთლიანად
ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება მისი ვარგისობის ვადის
გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
100 მლ გაუმჭირვალე მინის ფლაკონში, ჰერმეტულად
დახუფული საცობებით და შემოფარგლული ალუმინის ჩაჩებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება,
ATC vet. code: QJ01AA06 oxytetracycline
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარიული მიზნებისათვის.
ინვესა
ინდუსტრიალ ვეტერინარია ს.ა.
კომპანია ინვესა ლივისტო
ესმერალდას No19
08950 ესპულგეს დე ლობრეგატი
(ბარსელონა) ესპანეთი