„ანტიმოსკიტო“
მწერების (კოღოების, კრაზანების, ტკიპების) საწინააღმდეგო სპრეი, აეროზოლი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ეთილის ბუტილაცეტილამინოპროპიონატი 20% (Ethyl Butylacetylaminopropionate 20%)
თვისებები
პრეპარატის შეამდგენლობაში შემავალ აქტიურ ნივთიერებას, ბუნებრივ ამინომჟავა β-ალანინს (β-alanin) გამოხატული აქვს რეპელენტური თვისებები და იწვევს მწერების მოშორებას დამუშავებული კანის, თმისა და ტექსტილიდან (ტანსაცმელი, ზეწარი, ფარდა, ხალიჩა, საძილე ტომარა, კარავი და ა.შ.).
პრეპარატი მოქმედებს ტკიპების - ლაიმ-ბორელიოზის (საშიში ინფექციური) დაავადების გადამტანების; კოღოების, მოსკიტების, ქინქლების (ნაკბენით გამოწვეული ქავილი, ხშირად ხდება ბაქტერიული ინფექციების მიზეზი) და კრაზანების (ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები) საწინააღმდეგოდ.
ჩვენებები
აეროზოლი განკუთვნილია კოღოების, მოსკიტების, ქინქლებისა, ბუზების, რწყილებისა და ტკიპების დასაფრთხობად.
• კოღოების, მოსკიტების, ქინქლებისა და ბუზების მიმართ დამაფრთხობელი ეფექტის მოქმედების ხანგრძლივობა: პროდუქტის გამოყენებიდან 4 საათი.
• ტკიპების, რწყილების მიმართ დამაფრთხობელი ეფექტის მოქმედების ხანგრძლივობა: პროდუქტის გამოყენებიდან 2 საათი.
გამოყენების მეთოდი
რეპელენტის მცირე რაოდენობა დაახლოებით 20 სანტიმეტრის მოშორებით შეასხურეთ სხეულის დაუცველ ადგილებზე.
ტექსტილის ზედაპირზე შეასხურეთ 5 სმ მანძილიდან (არ დაიტანოთ უშუალოდ სინთეზურ ქსოვილებზე).
ბავშვებს 3 წლიდან - დღეში ერთხელ.
ბავშვებს 12 წლიდან და ზრდასრულებს - დღეში 2-ჯერ.
გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი
საჭირო ინფორმაცია:
რეპელენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული 3-5 წლამდე ბავშვებისათვის.
პრეპარატი უსაფრთხოა კანზე გამოსაყენებლად
მისი უვნებლობა დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA აშშ-ში) და მსოფლიოს მრავალი სხვა ორგანოების მიერ. ევროპაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება როგორც რეპელენტი და არასოდეს ყოფილა რაიმე ცნობა სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ.
პრეპარატი კანის გარდა განკუთვნილია ტანსაცმელზე გამოსაყენებლად. გამოყენებამდე რეკომენდირებულია მისი ტანსაცმლის შეუმჩნეველ ნაწილზე მისხურება, ვინაიდან, მრავალი სხვა რეპელენტების მსგავსად შეუთავსებელია ზოგიერთ სინთეზურ მასალასთან. ტანსაცმელზე რეპელენტის დამატება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის ზონებში, რადგან ზოგიერთი მწერის ნაკბენმა შეიძლება ტანსაცმელშიც შეაღწიოს. ტკიპები დაუცველ კანზე გადასვლამდე ხშირად შეუმჩნეველი რჩება ტანსაცმელზე რამდენიმე საათის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
გამოყენებისას მოერიდეთ სახეზე პირდაპირ მისხურებას; დაიცავით თვალები, პირი, ცხვირი. ინდივიდუალური მგრძნობელობისას შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. გამოყენების წინ წაიკითხეთ ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.
პირველადი დახმარება
არასწორი გამოყენების ან შემაშფოთებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თვალებში მოხვედრისას: თვალები კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით. პირის ღრუში მოხვედრისას: პირის ღრუ გამოირეცხეთ წყლით. შესუნთქვისას: უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გამოშვების ფორმა: 100 მლ სპრეის ფორმის გამფრქვევი საცობით დამცავი ხუფის მქონე თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში და 100მლ ალუმინის აეროზოლურ ფლაკონში გამფრქვევი საცმითა და დამცავი ხუფით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რეპელენტები; ATCvet code: QP53G
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8