დაემშვიდობეთ დიარეას!
ხბოს დიარეების უმეტესობა გამოწვეულია ვირუსებით, მათ შორის როტავირუსითა და კორონავირუსით.
ცნობილია რომ ანტიბიოტიკები არაეფექტურია და არ არის რეკომენდებული ვირუსული დიარეის დროს. ასეთი შემთხვევებისთვის საუკეთესო საშუალებაა ვიტამინებით, მინერალებით, იმუნოგლობულინებით (ანტისხეულებით) იმუნური სისტემის გაძლიერება და ფაღარათის დროს დაკარგული ელექტროლიტების აღდგენა.
Rovita Roto - Corono უზრუნველყოფს დიარეით დასუსტებული ხბოს იმუნურ სისტემას მიაწოდოს საჭირო ანტისხეულების რაოდენობა. ანტისხეულები ამოღებულია ვაქცინირებული კვერცხებიდან (IgY), რომლებიც შეიცავს იმუნოგლობულინებს, ხსენის იმუნოგლობულინების ჩათვლით.
ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობს ხბოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და სწრაფად აღადგენს დაკარგული ელექტროლიტების ბალანსს. მასში შემავალი მინერალები ბიოლოგიურად აქტიურია.პექტინები (ხილისგან მიღებული) გამოყენებულია ხბოების იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ნაწლავის მოსაწესრიგებლად. გარდა ამისა, პექტინი არის დიარეას ბუნებრივი საწინააღმდეგო საშუალება. მეტაბოლური აციდოზით გამოწვეული აბორტების პრევენცია ხდება შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის ბიკარბონატით.
შემადგენლობა: შეიცავს ელექტროლიტებს, პექტინებს, იმუნოგლობულინებს (IgY), ვიტამინებს, ორგანულ მინერალებს, ცილებს და სხვა იმუნური სისტემის გამაძლიერებელ საშუალებებს.
- ვიტამინები: ვიტამინი A, ვიტამინი D3, ვიტამინი E, ვიტამინი B12,
- ელექტროლიტები: ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნაწლავის სედაციური საშუალებები: კაოლინი, პექტინი.
- იმუნური სისტემის გამაძლიერებლები: ხსენი, იმუნოგლობულინი (IgY), კვერცხის იმუნოგლობულინები.
- მინერალები: ხელატური ფორმის მინერალები: სპილენძი, რკინა, მანგანუმი, თუთია,სელენი და კობალტი.
გამოყენების ინსტრუქცია: ფაღარათის შემთხვევაში ენის უკან, ენაზე დაჭერის გარეშე შეუშვით შსაბამისი დოზა, დარწმუნდით, რომ ცხოველმა მასა გადაყლაპა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამეორება მეორე და მესამე დღესაც. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია სითხის დაკარგვის მიხედვით, ხბოსთვის 1-2 ლიტრი წყალის დალევინება. ბატკნებს 1-2 ჭიქა წყალი.
როტო-კორონა შეიძლება შევურიოთ წყალში ან რძეში დიარეის ექსტრემალურ შემთხვევებში: სისხლიანი გამონადენი, ვირუსებით(როტავირუსი, კორონავირუსი) გამოწვეული ფაღარათები, დეჰიდრატაცია : კანის ელასტიურობის დაკარგვა, ჩავარდნილი თვალები.
დოზირება: მსუბუქი დიარეის შემთხვევაში გამოიყენეთ ერთი შპრიცი, ხოლო მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია თითო შპრიცის გამოყენება 2-3 დღის განმავლობაში. ზრდასრული ცხოველებისთვის გამოიყენეთ 4-5 ცალი სულზე.
შენახვა: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, 5-25°C ტემპერატურაზე თავდაპირველ კონტეინერში. არ გაყინოთ პროდუქტი.
შენახვის ვადა: 18 თვე ორიგინალ კონტეინერში დამზადების დღიდან.
შეფუთვა: 20 მლ. შპრიცი
ROYAL ILAC