
ტილოტექსი - ფართოსპექტრიანი ანტიბიოტიკი ფრინველისა და ფერმის ცხოველებისთვის
აღწერა: ტილოტექსი არის ძლიერი და ეფექტური პერორალური ფხვნილი, რომელიც განკუთვნილია ფრინველისა და ფერმის ცხოველებისთვის. იგი ც გამოიყენება როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე მკურნალობისთვის.
სამიზნე სახეობები
ფრინველი (ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი)
ღორი (გოჭები, მოზრდილი ღორები)
ხბო, ბატკანი, თიკანი
შემადგენლობა
1 გრამი შეიცავს ტილოზინ-ტარტრატს 1000 მგ.
გამოშვების ფორმა: 250 გრ
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის ინფექციების, მათ შორის რესპირატორული მიკოპლაზმოზის, ინფექციური სინუსიტის, ნეკროზული ენტერიტისა და ბრონქოპნევმონიის სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ეძლევა ცხოველებს პერორალურად, სასმელ წყალთან ერთად. მკურნალობის პერიოდში მხოლოდ ანტიბიოტიკიანი წყალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ფრინველი: 1გ ტილოზინი 2ლ სასმელ წყალზე (3-5 დღე)
გოჭი: 0.25გ (1/4 ჩაის კოვზი) 1ლ წყალზე (3-10 დღე)
ხბო, ბატკანი, თიკანი: 1გ 1ლ სასმელ წყალზე (3-8 დღე)
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას.
ოპტიმალური ტემპერატურა: ოთახის ტემპერატურა (15-25°C).
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო
დეტალური ინსტრუქცია: https://roqi.ge/ka/product/88-tylotex-powder
ბიოტეკსი