როტაგალი 15 მლ – ინაქტივირებული ვაქცინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის
სამიზნე სახეობა
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მაკე ძროხები და დეკეულები).
შემადგენლობა
პრეპარატი შეიცავს ინაქტივირებულ ანტიგენებს, რომელიც უზრუნველყოფს ხბოების კოლოსტრალური იმუნიტეტის ფორმირებას როტავირუსის, კორონავირუსის და Escherichia coli-ს წინააღმდეგ.
გამოშვების ფორმა
გამოყენების ჩვენებები
ვაქცინა გამოიყენება მაკე ძროხებისა და დეკეულების პროფილაქტიკური იმუნიზაციისთვის როტავირუსული, კორონავირუსული და კოლიბაქტერიული დიარეის წინააღმდეგ.
იგი ეხმარება ახალშობილ ხბოებს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, ამცირებს დიარეის გართულებებს და სიკვდილიანობას
- იმუნიტეტი გადაეცემა ხბოს ხსენით კვების გზით.
- ვაქცინაცია ტარდება მშობიარობის ბოლო ტრიმესტრში.
გამოყენების წესი და დოზები
ერთი დოზა (3 მლ) შეიცავს:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის როტავირუსის შტამს TM-91 (G6P1);
- კორონავირუსის შტამს C-197;
- Escherichia coli-ს შტამს EC/17 ადჰეზინის ანტიგენთან (F5/K99);
- ადიუვანტი: მონტანიდი ISA 206 VG.
- ერთჯერადი ინექცია ხბოს გაჩენამდე 3-12 კვირით ადრე.
ხსენით კვება
- დაბადებიდან 6-8 საათის განმავლობაში ხბომ უნდა მიიღოს ხსენი.
- რეკომენდირებულია ვაქცინირებული ძროხებიდან შეგროვდეს პირველი მონაწველი და ყოველდღიურად 2.5-3.5 ლიტრის ოდენობით მიეწოდოს ხბოს 2 კვირამდე ასაკში.
შენახვის პირობები:
- შენახვა: +2°C-დან +8°C-მდე.
- არ გაყინოთ!
- გახსნის შემდეგ ვაქცინა 10 საათში უნდა გამოყენებულ იქნას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Industrial Veterinaria S.A. Invesa, C / Esmeralda, 19
08950 Esplugues de Llobregat (ბარსელონა), ესპანეთი
მწარმოებელი: pharmagal-Bio, სლოვაკეთის რესპუბლიკა
დეტალური ინსტრუქცია: https://roqi.ge/ka/product/477-rotagal
⚠ აღნიშნულ ვაქცინას სჭირდება სპეციალური ტრანსპორტირება და შეძენას შეძლებთ მხოლოდ ადგილზე ჩვენს შოურუმებში.