ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი
შემადგენლობა:ცხენის სისხლის შრატი, რომელიც იმუნიზირებულია ტეტანუსის ანატოქსინით, შრატი შეიცავს სპეციფიკურ იმუნოგლობულინს. პრეპარატი ასევე შეიცავს ქლოროფორმს არა უმეტეს 0.2%-ს.
ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი გამჭვირვალე მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარია. დასაშვებია ადვილად შლადი ნალექის არსებობა.
გამოყენების ჩვენებები:ტეტანუსის გადაუდებელი პროფილაქტიკა და მკურნალობა.ტეტანუსის სწრაფი პროფილაქტიკა მიზნად ისახავს ჭრილობის პირველად ქირურგიულ დამუშავებას და ტეტანუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური იმუნიტეტის შეძენას.
კასტრაციის, ტრავმების, კანის და ლორწოვანი საფარველის მთლიანობის დარღვევის, ცხოველის მიერ დაკბენის დროს.ტეტანუსის გადაუდებელი პროფილაქტიკისათვის შრატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში ერთხელ-დოზით 1მლ (3000სე) ყველა ასაკის მსხვილფეხა, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორებისათვის.
გამოშვების ფორმა:#10 ამპულა,
მწარმოებელი ქვეყანა: იმუნოგენი, საქართველო