იოდზეფი
ანტისეპტიკური, სადეზინეფექციო საშუალება
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს: პოვიდონ იოდს 100მგ.
გამოყენების ჩვენებები: იოდზეფი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით. აქტიურია ბაქტერიების (გრამდადებითი და გრამუარყოფითი, მათ შორის პასტერელას, სალმონელას, ეშერიხია კოლის, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, სპიროქეტების, კორინებაქტერიების ტუბერკულიოზის მიკრობაქტერიების და სხვა), სოკოების, ვირუსების, უმარტივესების მიმართ. გამოიყენება ვეტერინარული სამედიცინო დაწესებულებების, შენობების, ცხოველების სადგომების, საფრინველეების, ინკუბატორების, ცხოველთა და ფრინველთა საკვებურებისა და სხვა მოწყობილობების დეზინფექციისათვის; კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, გინეკოლოგიური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების შემთხვევაში დეზინფექციისას. ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების, ანტისეპტიკური დამუშავებისას.
გამოშვების ფორმა:100მლ
მწარმოებელი ქვეყანა: „ბიოტეკსი“, საქართველო