როგორ ამოვიცნოთ და მოვიშოროთ მღრღნელები?

24.08.2024
როგორ ამოვიცნოთ და მოვიშოროთ მღრღნელები?

იდენტიფიცირება

 

მღრღნელები თბილსისხლიანი ძუძუმწოვრები არიან, რომლებიც ადამიანების მსგავსად მთელ მსოფლიოში გვხვდებიან. მათ აქვთ დიდი ზომის წინა საღეჭი კბილები და აზიანებენ ყველაფერს, რასაც მათი პირი მოხვდება.

ეკონომიკურ ზიანთან ერთად, ვირთხები და თაგვები დაახლოებით 45 დაავადების მატარებლები და გადამტანები არიან და შეუძლიათ დააბინძურონ საკვები და წყლის მარაგი, რაც ხელს უწყობს ისეთი დაავადების გავრცელებას, რომელთაგან ბევრი საზიანოა ცხოველისთვის და ადამიანისთვისაც.

 

ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან, შეუძლიათ გადარჩენა ყველა პირობებში და ამიტომ კომპლექსურ კონტროლს საჭიროებენ.

 

მოშორება

 

ნაბიჯი 1: შექმენით მღრღნელებისთვის არასასურველი გარემო

დაიცავით ჰიგიენა და სანიტარია. მოაშორეთ თავისუფლად დაგროვებული ნაგავი, ძველი საკვების შეფუთვები და სხვა ყველაფერი, რაშიც მღრღნელს შეუძლია დაიმალოს. ამოავსეთ ყველა შესასვლელი კედლებში და გაანადგურეთ პოტენციური თავშესაფრები.

 

შეინახეთ საკვები და მოსპეთ წყლის წყაროები, როგორიცაა მწვეთავი ონკანები, მილები და ღია კანალიზაცია. შეამცირეთ საკვების ძირს დაყრა და შეინახეთ ყველა საკვები ლითონის კონტეინერებში ან დახურულ ქილებში.

 

ნაბიჯი 2: აკონტროლეთ მღრღნელების არსებული პოპულაცია

➤ მტაცებლები - კატებს შეუძლიათ შეზღუდონ მცირე რაოდენობის თაგვების ან ვირთხების პოპულაციები. პრობლემა ის არის, რომ კატებს ასევე შეუძლიათ დაავადების შემოტანა გარეთ დაჭერილი მღრღნელების შემოყვანით.

 

➤ წებოვანი დაფები - ეფექტურია თაგვებზე, თუმცა უნდა მოარიდოთ ზედმეტ მტვერს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იმუშავებს. სიფრთხილეა საჭირო მკვდარი მღრღნელების მოცილებისას, რადგან არსებობს დაავადებით ინფიცირების შანსი. 

აუცილებლად ატარეთ ხელთათმანები და გადაყარეთ მკვდარი მღრღნელები მჭიდროდ დალუქულ პლასტმასის პარკებით.

➤ ხაფანგები - მღრღნელებთან საბრძოლველად ხაფანგები საკმაოდ ეფექტურია. ვირთხები უფრო უნდობლები არიან თავიანთ გარემოში არსებულ რაიმე ახალზე და შესაძლოა 4-5 დღე დასჭირდეთ ხაფანგებზე შესაჩვევად. 

 

➤ ტოქსიკური სატყუარები (როდენტიციდები) - არსებობს როდენტიციდების ორი ტიპი: მწვავე შხამიანი და ანტიკოაგულანტები. ანტიკოაგულანტულ პროდუქტებს მღრღნელების მიერ ერთჯერადი მიღება სჭირდებათ, რათა გამოიწვიონ სიკვდილი. ვირთხებისთვის სატყუარას გამოყენება რეკომენდირებულია შხამის გარეშე, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რათა მიეჩვიონ სატყუარას.

 

შესაძლებელია ისეთი ბუნებრივი ალტერნატივების გამოყენებაც, როგორიცაა პიტნის ზეთი და ულტრაბგერითი მოწყობილობები,  მღრღნელების უფრო ჰუმანური გზით შეკავებისთვის.

 

თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმაზე თუ როგორ მოიშოროთ მღრღნელები სწრაფად, ეფექტურად და ეკონომიურად

დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის 📱599 600 341

 

მღრღნელების საწინააღმდეგო პროდუქტების შესარჩევად ეწვიეთ:

 

👉🏻 სადერატიზაციო საშუალებები

თაგვების საწინააღმდეგო წამალი თაგვის წამალი წებო ვირთხის წამალი თაგვის წებო ვირთხის ხაფანგი ვირთხის წამალი ვირთხის შხამი ვირთხების მოშორება თაგვების მოშორება დერატიზაცია მღრღნელების მოშორება მღრღნელები შხამი საწამლავი დარიშხანი თაგვი ვირთხა წებო თაგვის ყუთი დეზინფექცია დეზისექცია ჰასპი დერატიზაცია დათგვიანება მემიდვრია ზაზუნა მღრღნელი წაველა ყაველა