მღრღნელების საწინააღმდეგო ანტიკოაგულანტური პასტისებური მისატყუარი
აღწერა: 10 გრამიანი მზა მისატყუარის პაკეტები
მწარმოებელი: “UNICHEM d.o.o”, სლოვენია
შემადგენლობა: ბრომდიოლონი 0.005%
*ბრომადიოლონი ხელს უშლის სისხლში პროთრომბინის ფორმირებას და ამით იწვევს სისხლდენას და მღრღნელების სიკვდილს. ცალკეული მღრღნელების სიკვდილი არ იწვევს სხვა მღრღნელებში სატყუარისადმი რეზისტენტობას.
გამოყენება: გამოიყენება მღრღნელების (თაგვი, ვირთხა მინდვრის თაგვი და სხვ.) გასანადგურებელად. ყველა ტიპის დაწესებულებაში, პროდუქტების შესანახ და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებში.
გააჩნია მკვდარი თაგვის მუმიფიცირების უნარი.
იწვევს შიდა სისხლდენას, მღრღნელი არ იხრწნება და არ აქვს სუნი.
მაქსიმალურად ამცირებს ლოკალურ პოპულაციასა და გამრავლებას.
მღრღნელებს არ აღენიშნება მოწამლვის დამახასიათებელი ნიშნები, შესაბამისად მისატყუარის მიღების შემდეგ ვერ გადასცემენ გამაფრთხილებელ სიგნალს ერთმანეთს და ვერ ხვდებიან რა იწვევს მათ სიკვდილს.
#თაგვების საწინააღმდეგო წამალი #თაგვის წამალი #ვირთხის წამალი #ვირთხის შხამი #ვირთხების მოშორება #თაგვების მოშორება #დერატიზაცია #მღრღნელების მოშორება #მღრღნელები #შხამი #საწამლავი #თაგვი #ვირთხა #დეზინფექცია #დეზისექცია #ჰასპი #დერატიზაცია #დათგვიანება #მემიდვრია #ზაზუნა #მღრღნელი #წაველა #ყაველა
გამოყენების წესი: განკუთვნილია, როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობების გარშემო დამუშავებისთვის, ასევე შესაძლებელია გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.
სახლის თაგვები (Mus musculus) – 2 - 3 ცალი სატყუარა პაკეტი უნდა დადოთ ყოველი 2 - 5 მეტრის დაშორებით;
შავი (Rattus rattus) და რუხი ვირთხები - 4-6 ცალი სატყუარა უნდა დადოთ ყოველ 5-10 მეტრში.
*დიდი პოპულაციის შემთხვევაში მანძილები შეიძლება შემცირდეს.
გამოყენების პერიოდი შეზღუდული არ არის. სატყუარები უნდა დადოთ ყოველ ორ კვირაში მანამდე, სანამ ისინი შეუხებელნი არ დაგხვდებათ. იმ ადგილებში, სადაც არიან ადამიანები და ცხოველები, სატყუარებს უნდა დაადოთ რაიმე წონადი სხეული (მაგალითად, აგური ან დაფა). სატყუარები მოარიდეთ წყალს ან განათავსეთ მინიმუმ 10 მეტრის მოშორებით. სასოფლო-სამეურნეო ფერმებში მისი გამოყენება დასაშვებია პროფესიონალური წესით.
რატიმორის (ბრომადიოლონის) სატყუარის დერატიზაცია შეადგენს 7-10 დღეს.
უსაფრთხოების ზომები: სატყუარის აღებისას ატარეთ შესაბამისი დამცავი ხელთათმანები. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვებისა და სასმელისგან მოშორებით. ჩაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ შეფუთვა. სხვა ცხოველის მიერ პრეპარატის მიღებისას შხამსაწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს ვიტამინი K1.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ჩაკეტილ სათავსოში, რომელიც არ არის განკუთვნილი საკვების, სასმელისა და ცხოველებისთვის საკვების შესანახად.
გამოშვების ფორმა: 100გრ; 1კგ; 10კგ
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
“UNICHEM d.o.o”, სლოვენია