უპირატესობები:
შემადგენლობა: 100% ოლიგოფოსის კონცენტრატი ენდემური კულტურის (Zea Mays) ექსტრაქციისგან, მშრალი გადადენისა და სხვადასხვა ფრაქციების შერჩევის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენურია და არატოქსიკური.
ფიზიკური მახასიათებლები: გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი სპეციფიკური სუნით, დაფასოებული მოსახერხებელ პოლიეთილენის ბოთლებში.
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები ან გართულებები არ ფიქსირდება. თავსებადია სხვა საკვებ ინგრედიენტებთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან.
შეფუთვა: ხელმისაწვდომია 100მლ და 1ლ მოცულობის პოლიეთილენის ბოთლებში.
ყველა ბოთლზე მითითებულია გამოყენების ინსტრუქცია, შენახვის პირობები და წარმოების დეტალები.
საკვებდანამატი “ოლიგოფოსი“ რეკომენდირებულია სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის, როგორც პროფილაქტიკური, დამცავი საშუალება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის:
ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიებით;
ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ, კომბინირებული თერაპიის კომპლექსში;
მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების დროს.
გამოყენების ინსტრუქცია: შეურიეთ სასმელ წყალში ან პირდაპირ საკვებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მიიღება ყოველდღიურად 5-7 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას, 5-25°C ტემპერატურაზე.
უსაფრთხოების ზომები: გამოიყენეთ პირადი დამცავი აღჭურვილობა და დაიცავით ზოგადი ჰიგიენური ნორმები.
ბიოტეკსი