
ჩემი სპრეი სუსპენზია გარეგანი გამოყენების, გამოიყენება ვეტერინარიაში.
სამიზნე სახეობა: მსხილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა, შინაური ფრინველი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ქლორტეტრაციკლინს (ქლორჰიდრატი) 2გ, გენციან-ვიოლეტს 0.5გ 4.
დამხმარე ნივთიერებები: პროპელენტი ქ.ს. და შემავსებელი 100 მლ-მდე
გამოშვების ფორმა: აეროზოლი 200 მლ ალუმინის ფლაკონში
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილებს ასუფთავებენ ჭუჭყისაგან, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. აეროზოლიან ფლაკონს კარგად ანჯღრევენ. მიაფრქვევენ დაზიანებულ ადგილებზე 1-2 წამით 10-20 სმ მანძილიდან. მიფრქვევის შემდეგ ცხოველს არ აძლევენ პრეპარატის ალოკვის საშუალებას 5 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჭრილობის სიმძიმეზე და მისი შეხორცების სიჩქარეზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. გამოყენების წინ აეროზოლი შეანჯღრიეთ.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები კანსა და ლორწოვან გარსზე ქლორტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ცხოველებში სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: თუთია ამცირებს გენციან ვიოლეტის აქტიურობას.
დოზების გადაჭარბება:
რამდენადაც პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი ხმარებისათვის, ინტოქსიკაცია დოზების გადაჭარბებისას პრაქტიკულად შეუძლებელია. ხანგრძლივი მკურნალობისას მაღალი მგრძნობიარობის გამო შეიძლება გაჩნდეს დერმოპატია, რომელიც მკურნალობის შეწყვეტისას გაქრება.
უკუჩვენებები
არ გამოიყენება ქლორტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ცხოველებში.
განსაკუთრებული მითითებები
გვერდითი მოვლენების წარმოშობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებას წყვეტენ, ჩამობანენ დამუშავებულ ადგილებს და უნიშნავენ სიმპტომატურ თერაპიას. პრეპარატი საჭიროა გამოყენებულ იქნას კარგად განიავებად შენობებში. კანზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია მათი ჩამობანვა დიდი რაოდენობის წყლით. აკრძალულია პრეპარატის ღია ცეცხლთან ახლოს გაფრქვევა, ცარიელი ფლაკონის დაშლა ან გახვრეტა.
დაყოვნების პერიოდი:
იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, არ არსებობს შეზღუდვა ცხოველთა სახორცედ დაკვლისა და რძის საკვებად გამოყენებაზე. ცხოველთა იძულებით დაკვლის შემთხვევაში ჩემი სპრეით დამუშავებული ზონის უტილიზაცია აუცილებელია.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°ჩ-ზე. აუცილებელია მოარიდოთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას და ფლაკონის გათბობას 45°C ტემპერატურამდე.
ვარგისობის ვადა: 4 წელი.
მწარმოებელი INVESA, ესპანეთი
აგრიქულა ფუნქციონირებს როგორც ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ნებისმიერი ადგილიდან. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს შოურუმებს თბილისსა და ქუთაისში.
თითოეული პროდუქტის გვერდზე მოცემულია დეტალური აღწერა, გამოყენების წესი და შემადგენლობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
პროდუქტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ:
დარეკოთ “როქის” ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 274 63 94
ან მოგვწეროთ ფეისბუქზე: აგრიქულა • Agricula
დაამატეთ სასურველი პროდუქტები კალათაში და შეავსეთ შეკვეთის ფორმა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება თქვენი შეკვეთა.
გადახდა შეგიძლიათ ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ადგილზე კურიერთან (ქეშ ონ დელივერი).
დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედო ბანკის განვადებით და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის წონასა და რეგიონზე. დეტალური ინფორმაცია - მიწოდების ფასები და პირობები
არა. მიტანის საფასურს სისტემა ავტომატურად არ ითვლის. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ ზუსტ თანხას შეკვეთის დადასტურებამდე..
დიახ, მსხვილი ფერმების, ვეტაფთიაქების, ზოომაღაზიების, კლინიკებისა და ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია საბითუმო პირობები ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “როქი”.
დიახ, პროდუქტის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს შოურუმებში თბილისში და ქუთაისში.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ქარხნული ან შეფუთვის დეფექტი. თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია ორიგინალურ მდგომარეობაში, დაბრუნება შესაძლებელია 5 სამუშაო დღეში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულება არ ანაზღაურდება.